ეკონომიკა
ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა - საიდან შემოდის პროდუქტი საქართველოში
ინდოეთი ბრინჯის ექსპორტს ზღუდავს. აკრძალვა ქვეყნიდან საექსპორტო ბრინჯის ნახევარს შეეხება და აჩენს კითხვებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რამეთუ ქვეყანა ამ პროდუქტის 40%-ს აწვდის მსოფლიოს.

საიდან შემოდის პროდუქტი საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს უნდა გადავავლოთ თვალი.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 3.96 მლნ აშშ დოლარის ბრინჯი შემოვიდა, რომლის წონამაც 5,129 ტონა შეადგინა. შარშან ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლები 5.1 მლნ და 6,943 ტონა იყო და, შესაბამისად, 21.8%-ითა და 26.1%-ით მეტი.

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე სწორედ ინდოეთია 2.3 მლნ აშშ დოლარით, რაც გულისხმობს იმას, რომ აკრძალვის შემდეგ, საქართველოს, შესაძლოა, ალტერნატივების მოძებნა მოუწიოს.

ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის მაჩვენებლების ასეთია:
  • ინდოეთი - 2.3 მლნ აშშ დოლარი;

  • პაკისტანი - 544.8 ათასი აშშ დოლარი;

  • ტაილანდი - 205 ათასი აშშ დოლარი;

  • ვიეტნამი - 203 ათასი აშშ დოლარი;

  • თურქეთი - 146.1 ათასი აშშ დოლარი.
| Print |
თეგები: ბრინჯი / იმპორტი /