ეკონომიკა
კომბოსტო, მწვანილი, ხილ-ბოსტნეული - რა გაძვირდა ყველაზე მეტად აგვისტოში
2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა.

უწყების მონაცემებით, საქართველოში გასულ თვეში ყველაზე მეტად სეზონური პროდუქცია, ბოსტნეული, ხილი და ბაღჩეული გაძვირდა.

გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც 2023 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • კომბოსტო - 150%-ით
  • მწვანილი - 141%-ით
  • ტომატ-პასტა - 124.3%-ით
  • საზამთრო - 89.5%-ით
  • ყურძენი - 62.03%-ით
  • კივი - 39.07%-ით
  • ბადრიჯანი - 37.9%-ით
  • მსხალი - 35.3%
  • კიტრი -33.9%-ით
  • ატამი - 33.7%-ით
| Print |