ეკონომიკა
რუსეთიდან ფქვილის ექსპორტიორებში საქართველო მეორე ადგილზეა - რა რაოდენობის პროდუქტს ვყიდულობთ
2023 წელს, იანვარ-ოქტომბერში, რუსეთიდან ფქვილის ექსპორტიორებს შორის, საქართველო მეორე ადგილზეა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთმა 990 ათასი ტონა ხორბლის და ხორბალი-ჭვავის ფქვილი გაიტანა, რაც წინა, მთელი წლის ექსპორტის მოცულობასაც აჭარბებს. აქედან, ყველაზე მეტი, 150 ათას ტონაზე მეტი ერაყში, ხოლო, 120 ათას ტონაზე მეტი საქართველოში გაიგზავნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოფიციალურად წელს საქართველომ (იანვარ-ოქტომბერში), რუსეთიდან 121 643 ტონა (32,554 მლნ აშშ დოლარი) ფქვილი შემოიტანა, რაც მთლიანი იმპორტის 98%-ზე მეტია. 2023 წლის 10 თვეში, საქართველომ ჯამში 123 700 ტონა (33,848 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შეიძინა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტის წლევანდელი მაჩვენებლები, 25 ათას ტონაზე მეტით ჩამორჩება შარშანდელ მონაცემებს. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველომ რუსეთისგან 147 098 ტონა (55,605 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.

ფქვილის იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც პროდუქტის შემოტანაზე დროებითი საიმპორტო გადასახადი დაწესდა. ახალი გადასახადის დაწესება კი ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნა.

მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა უწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. 12 ივნისიდან (მაშინ, როდესაც ეს გადასახადი პირველად დაწესდა) 10 ოქტომბრამდე 200 ლარს შეადგენდა.

ამავე დადგენილების მიხედვით, ფქვილის იმპორტზე გადასახადი 2024 წლის 1-ელ მარტამდეა დაწესებული.
| Print |