ეკონომიკა
,,საქართველოში 277 ადამიანს თვეში ნახევარ მილიონამდე აქვს ხელფასი"
ფონ­დი „სა­ფა­რის“ დი­რექ­ტორ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რა­ი­სა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 277 ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

,,ახლა გვაწ­ვდის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ასე­ვე გვაქვს გრა­და­ცია, რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს 100-500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი და მეტი. ამ კონ­ტი­გენ­ტში 277 ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თო სა­ხელ­ფა­სო ფონ­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლოს თუ გა­მო­ვიყ­ვანთ, გა­მო­დის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი თვე­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მი რომ ვნა­ხოთ, 493 ადა­მი­ა­ნია, ვი­საც თვე­ში 350 ათა­სი ლარი ჰქონ­და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი. ამ ციფ­რებ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა ჩანს, ეს არის რე­ა­ლუ­რად იმის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ქვეყ­ნდე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იმა­ტებს. რა­ტომ ვერ გრძნობს ამას ხალ­ხი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­სუ­ხი არის ეს"- აღნიშნავს საქართველოს პროფკავშირების დირექტორის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ,,ბიპიენთან" ინტერვიუში.

,,კო­ვი­დამ­დე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 88 ადა­მი­ანს ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ციფ­რი ახლა რამ­დე­ნი­მე­ჯერ გაზ­რდი­ლია. რე­ა­ლუ­რად გვეს­მის რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ ხალ­ხი გა­ღა­რიბ­და, და­ი­დეს ვა­ლე­ბი, და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რე­ბი, და­ზა­რალ­და ბიზ­ნე­სი - ეს არის მთე­ლი პრობ­ლე­მა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უთა­ნას­წო­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით ბოლო პო­ზი­ცი­ა­ზეა, ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი"- აღნიშნავს ლიპარტელიანი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1998 წელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი აქტი, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ ხელ­ფასს გან­სა­ზღვრავს და ეს არის 20 ლარი თვე­ში. რა თქმა უნდა, 20 ლა­რად თვე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებს თუ ჩავ­ხე­დავთ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 12 500 ადა­მი­ანს ჰქონ­და 100 ლარი და უფრო ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი. ეს და­რი­ცხულ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მუ­სი­კის სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 100 ლა­რია, ისიც თუ ჰყავთ ლა­უ­რე­ა­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი. მე პი­რა­დად ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იღებს თვე­ში 22 ლარს და 35 ლარს. მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ სულ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი პე­და­გო­გი მხო­ლოდ 500-ია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კო­ვი­დამ­დე რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, სა­დაც პე­და­გო­გებს შვი­ლებ­თან ერ­თად აჯილ­დო­ვებ­დნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ფე­სი­ა­ში, 50 წლის ქალი იყო, რო­მელ­საც ჰყავ­და 12 წლის შვი­ლი. პრო­ფე­სია ბერ­დე­ბა... პე­და­გო­გებს ერთი ეგ აქვთ გა­მო­ნაკ­ლი­სი, რომ პენ­სი­აც შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ და ხელ­ფა­სიც.
| Print |