ეკონომიკა
პროდუქტები, რომელიც თებერვალში გაძვირდა
წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ხილი, ხინკალი და ბენზინია.

სამომხმარებლო კალათის დეტალური ინდექსის თანახმად, ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება თებერვალში ასე გამოიყურებოდა:

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 57%
ყურძენი - 49,2%
ატამი - 47,3%
ქლიავი - 39%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 37%
მსხალი - 31,8%
ვაშლი - 31,3%
ნიორი - 31%
საბანკო მომსახურების ღირებულება - 27%
მღებავის მომსახურება - 26%
ხინკალი რესტორანში - 13,8%
კივი - 25,1%
ბენზინი - 12,7%
ძროხის ხორცი - 11,8%


საქსტატი ინფლაციას 305 საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. აღნიშნულ საქონელს შორის არის სურსათი, გრძელვადიანი მოხმარების საქონელი და სხვადასხვა სერვისი.
| Print |