ეკონომიკა
საქართველოშო ოქროს ბეჭედი გაძვირდა
მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი ახალ რეკორდებს ამყარებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ ძვირფას ლითონზე ფასმა თითქმის 5%-ით მოიმატა. ამ დროისთვის ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის კონტრაქტების ფასი უნციაზე 2 130 დოლარს შეადგენს.

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-ში წარმოებისა და სამშენებლო ხარჯების შემცირება გახდა, რაც აძლიერებს მოლოდინს, რომ ფედრეზერვი 2024 წლის მეორე ნახევარში ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.

გარდა ამისა, ოქროზე მაღალი მოთხოვნაა მსოფლიო ცენტრალური ბანკების მხრიდან. მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირსა და აშშ-ში რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ, რაც დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ 2023 წელს G20-ის ქვეყნებმა ოქროს მარაგი მთლიანობაში 213 ტონით გაზარდეს. შარშან ყველაზე მეტი, 224 ტონა ოქრო ჩინეთმა შეიძინა, რომლის მარაგიც 2236 ტონამდე გაიზარდა. შემდეგი ავსტრალიაა: ქვეყანამ მარაგი ერთბაშად მესამედით, ანუ 21 ტონით გაზარდა, რამაც 77,5 ტონამდე შეადგინა.

ოქროს ფასი ოზრდება საქართველოშიც. საქსტატის 2024 წლის თებერვალის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 4.85%-ით გაძვირდა.
| Print |
თეგები: ოქრო / ფასი /