ეკონომიკა
Wizz Air ფრენებს აუქმებს
Wizz Air 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 40-მდე მარშრუტს აუქმებს. 

,,Wizz Air ადასტურებს, რომ უახლოეს თვეებში დაგეგმილი Pratt & Whitney-ის ძრავის შემოწმების გამო, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, Wizz Air დროებით შეაჩერებს ფრენებს გდანსკისა და ვროცლავის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ ეხება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზას და მომხმარებლები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ მოგზაურობას დაგეგმილი მარშრუტებით.

მგზავრების კომფორტსა და საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე მზრუნველმა ავიაკომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანა შეფერხებები მგზავრებისთვის, შეცვალა ფრენის განრიგი გამგზავრების თარიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ყველა დაზარალებული მგზავრი, ვინც დაჯავშნა ფრენა Wizz Air-ში, მალე მიიღებს ინფორმაციას ცვლილებების შესახებ ელფოსტითა და შეტყობინების სახით, სადაც ის არჩევანს გააკეთებს სამ ვარიანტს შორის:

• სხვა ფრენის დაჯავშნა უფასოდ;
• 120%-იანი ანაზღაურება WIZZ კრედიტში;
• თანხის 100%-იანი ანაზღაურება ქეშბექით",
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |