ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.69-ია, 100 რუსულ რუბლს 2.94 შეიძენთ.

ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.08 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9529 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9402 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0127 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: კურსი / ლარი /