ეკონომიკა
ვის შეეხება საგადასახადო ამნისტია
2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს ჯარიმის ნებისმიერ კატეგორიაში, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კანკიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კანკავამ განმარტა, ფიზიკურ პირში იგულისხმება ინდ. მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესის მქონე პირი, ასევე მეწარმე და არამეწარმე ფიზიკური პირი.

„კანონპროექტი ეხება ყველა გადასახადში საგადასახადო დავალიანებას. მთავარი კრიტერიუმი გახლავთ პერიოდი და უნდა ერიცხებოდეთ ფიზიკურ პირებს, ფიზიკურ პირებში იგულისხმება როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე ფიზიკური პირები, მათ შორის ინდ. მეწარმეები, მცირე და მიკრო ბიზნესის მქონე ფიზიკური პირები. სწორედ აღნიშნულ გადამხდელებს ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება“, - აღნიშნა კანკავამ.

მისი თქმით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა და ყველა სხვა ტიპის სანქცია ავტომატურად გაუქმდება.

„აღნიშნული პროექტი ინიცირებულია პარლამენტში, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ მყისიერად ამოქმედდება და განხორციელდება ჩამოწერა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დავალიანების ჩამოწერა თავისთავად გულისხმობს იძულებითი ღონისძიებების გაუქმებას, რაც დღეის მდგომარეობით, მათზე ვრცელდება. ვგულისხმობ საგადასახადო გირავნობამ იპოთეკას, ყადაღას, საბანკო ანგარიშზე ინკასოს გავრცელებას. ჩამოწერისთანავე შეზღუდვები ავტომატურად გაუქმდება“, - განაცხადა ნიკა კანკიამ.
| Print |