ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6777 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.89-ია, 100 რუსულ რუბლს 2.89 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.083 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9038 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: დოლარი / ევრო / ლარი /