ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.84 -ია, 100 რუსულ რუბლს 2.86 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.081 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /