სიახლეები
შეამოწმეთ ქალაქები და სოფლები, სადაც დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში თორის, ერეკლეს, გამსახურდიას, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ანდრიაწმინდა, ანდა და ღრელი;

11:00-დან 11:30 საათამდე და 17:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, ზარზმელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ღრელი, საფარა, მინაძე, ნავანები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |
თეგები: დენი / ენერგო /