ეკონომიკა
ვალუტის კურსი შეიცვალა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7914 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 7.2063-ია, 100 რუსულ რუბლს 3.0972 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0868 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: კურსი / ლარი /