საიდან ჩამოვიდა ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2024 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ცნობით, წლიურად ტურისტების რიცხვი გაიზარდა 8.3%-ით, ხოლო ერთი დღით ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი 15.2%-ით შემცირდა.
მთლიანობაში, ტურისტების რაოდენობამ 2024 წლის 9 თვეში 4 მილიონს მიაღწია, რაც 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 100.1%-ით მეტია. პირველ კვარტალში ზრდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106.4% იყო. მესამე კვარტალში კი -100.3%, რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეორე კვარტლის 95.2%-იან მაჩვენებელს ანაზღაურებს.
ვიზიტორთა ზრდა მე-3 კვარტალში, ძირითადად, არამეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტებით იყო განპირობებული.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა:
რუსეთი
თურქეთი
სომხეთი
ისრაელი
ყაზახეთი
აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი მთლიანი რაოდენობის 65.6%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან ვიზიტებმა ყველაზე დიდი ზრდა განიცადა +36.0%, ხოლო თურქეთიდან -+12.5%.
ვიზიტორების რიცხვით ჩინეთი, ირანი, ბელარუსი და საუდის არაბეთი გამოირჩეოდნენ, საიდანაც ვიზიტორთა ჯამურმა წილმა 34,4%-შეადგინა.
იმავდროულად, ევროკავშირიდან ვიზიტორთა რიცხვი შემცირდა 1.2%-ით წელიწადში, რაც მთლიანი რაოდენობის 7%-ს შეადგენს.