ვალუტის კურსი შეიცვალა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0235-ია, 100 რუსულ რუბლს 2.7405 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0791-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8942 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.