რა თანხით და პრიორიტეტებით განისაზღვრა ახალციხის 2025 წლის ბიუჯეტი
22:17 / 22.11.2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2025-2028წ წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს, ასევე მედიას, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გააცნეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 34, ,4 მილიონი ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა და დასუფთავება, ასევე ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან ერთად, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე კიდევ თერთმეტი საკითხი განიხილეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს, მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, 2025 წელს ახალი სამუსიკო სკოლის და კულტურის სახლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოყოფილია, ასევე მოეწყობა სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.