ეკონომიკა
რომელ უწყებას რამდენი ავტომობილი ემსახურება
სახელმწიფო უწყებების ნაწილი არ ასაჯაროვებს მათ დაქვემდებარებაში რამდენი ავტომობილია. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშიდან ჩანს. ერთთ-ერთი ასეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროა.

მსგავსი შემთხვევების გამო, ჯამურად რამდენი მანქანაა სახელმწიფო უწყებების ბალანსზე, უცნობია, თუმცა ძირითად შემთხვევაში ინფორმაცია მაინც ხელმისაწვდომია.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, ავტომობილების რაოდენობით გამოირჩეოდა საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროები.

უფრო კონკრეტულად ინფორმაცია, „ბიუჯეტის მონიტორზე“ დაყრდნობით, სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ:
  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 ავტომობილი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 3 ავტომობილი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 18 ავტომობილი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 12 ავტომობილი
  • ფინანსთა სამინისტრო - 98 702 ავტომობილი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 70 ავტომობილი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 152 ავტომობილი
  • იუსტიციის სამინისტრო - 84 ავტომობილი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 63 ავტომობილი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 479 ავტომობილი
  • თავდაცვის სამინისტრო - 160 ავტომობილი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 263 ავტომობილი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 128 ავტომობილი
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 33 ავტომობილი
| Print |