უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.
„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.