ეკონომიკა
ქართული მანდარინის ექსპორტი შემცირდა
ქართული მანდარინის ექსპორტი 82%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში საექსპორტო ბაზრებზე გავიდა 1 563 ტონა (888 ათასი დოლარის ღირებულების). ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარში 8 746 ტონა მანდარინის ექსპორტო განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ფასს, თითქმის უცვლელი დარჩა. შარშან იანვარში 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი 57 ცენტი იყო, წელს კი 56 ცენტამდე შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მანდარინის 85% რუსეთში გავიდა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლის იანვარში აღნიშნული ხილი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

რუსეთში - 787.8 ათასი დოლარის 1 335 ტონა;
სომხეთი - 100.5 ათასი დოლარის 228 ტონა.
| Print |