განათლება
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დიპლომი უნივერსიტეტის მუზეუმს გადაეცა
დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პატრიოტული ლექსისა და ესსეს ავტორები დღეს საჯაროდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა დააჯილდოვა.

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული არტემ ბალახაშვილის დიპლომი კი, რექტორმა მაკა ბერიძემ ოფიციალურად უნივერსიტეტის მუზეუმს გადასცა.

ღონისძიებას დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტში აღინიშნა ისიც, რომ თავის დროზე, თსუ ჯავახიშვილის ფილილის გახსნას ახალციხეში, ხელი ოფიციალურად 1990 წლის 26 მაისს მოეწერა, რის გამოც ეს თარიღი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.

| Print |