განათლება
უნივერსიტეტი 2018 წელს დოქტორანტებს არ მიიღებს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018–19 სასწავლო წელს, დოქტორანტებს არ მიიღებს. გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო.

მიზეზები რექტორის მოადგილე მერაბ ბერიძემ პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში გამართულ კონფერენციაზე განმარტა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დოქტორანტებმა სამეცნიერო კონფერენცია დამოუკიდებლად, ბაკალავრიატის სტუდენტების გარეშე ჩაატარეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დოქტორანტურაში სტუდენტების მიღება 2014 წლიდან, ორ პროგრამაზე დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, უნივერსიტეტმა მიღება სამჯერ გამოაცხადა და სადოქტორო პროგრმების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ასტრონომიის, აგრონომიის, ინფორმატიკისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამები)

ამ ეტაპზე უნივერსიტეტს 43 დოქტორანტი ჰყავს.

| Print |