განათლება
მანტიების ცერემონია – უნივერსიტეტში კურსდამთავრებულები გააცილეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კურსდამთავრებულების 28–ე გამოშვება გააცილა.

მანტიების ცერემონია პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა.

190–მდე კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, მოადგილემ, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანმა და სტუდენტებმა მიულოცეს.

ამ ფორმით კურსდამთავრებულების გაცილების ცერემონია უკვე მეოთხედ გაიმართა.
უნივერსიტეტმა ოთხ კურსდამთავრებულს მოხალისე ლექტორის წოდება მიანიჭა.

ისინი სექტემბერში პირველკურსელებს დახვდებიან და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ საჯარო ლექციას ჩაატარებენ.
მაგისტრანტებისა და ბაკალავრების გაცილება ტრადიციული რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდა.

| Print |