ბორჯომელ აბიტურიენტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურებათ
ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში, უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, პირველ ეტაპზე ცნობილია ოთხი დღის განრიგი.
2,3,4, და 5 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დილის 07:00 საათზე გავლენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.