განათლება
შეწყვეტილი სწავლა
2016-2017 წლებში სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 8 300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3 441-მა მოსწავლემ.

ყველაზე მეტმა მოზარდმა სკოლა თბილისში დატოვა. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რის გამო ვერ განაგრძეს მოსწავლეებმა სწავლა, ირკვევა,რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ ასახული მონაცემებით, 2016-2017 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე, ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ განაგრძო 96-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 78-მა მოსწავლემ.

ამავე სასწავლო წელს, გარდაცვალების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 64-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 38-მა მოსწავლემ. დაოჯახების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 14-მა, საშუალო საფეხურზე კი 243-მმა მოსწავლემ.

სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას, სკოლიდან გარიცხვას და სხვა მიზეზებს ასახელებს.
| Print |