განათლება
აბიტურიენტების 30% –მა ბარიერი ვერ გადალახა
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი, 2017 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა.ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

“1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენის მომზადების პროგრამას, მაია მიმინოშვილის თქმით, მასზე 1 211 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის ერთი ოსურენოვანი. მისივე თქმით, პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა წელს გაიზარდა.

მისივე თქმით, წელს უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, სადაც არცერთი აპლიკანტი არ ჩარიცხულა, დაახლოებით 15 000-ია.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთან 2%-მა ისარგებლა. 

შარშანდელი, 2017 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა.

| Print |