განათლება
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა
5 ოქტომბერს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ თარიღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, მათი ინიციატივა მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პირველად 1994 წლის 5 ოქტომბერს აღნიშნეს.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი, ილიას ბაღში დღეს გაიმართება. ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.
| Print |