განათლება
ახალციხეში მასწავლებლის დღე აღნიშნეს
ახალციხის სამუსიკო სკოლაში, პედაგოგებისთვის კლასიკური კონცერტი გაიმართა.
მოსწავლეებმა საგუნდო და საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს. ნორჩმა პოეტებმა კი საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 44 მასწავლებელს სუნამო, ყვავილები და ადგილობრივი ახალგაზრდების ლექსების კრებული გადასცა.

| Print |