განათლება
სამწლიანი ლოდინის შემდეგ არალში, სკოლა გაიხსნა
სოფელ არალში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. გახსნას ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად რესურსცენტრის ადმინისტრაცია დაესწრო.

არლის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

“ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მრავალი სასიკეთო რეფორმა და პროექტი განახორციელოს”- აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

სკოლის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამშენებლო სამუშაოები კომპანია „Rooms“- მა განახორციელა.



არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა.

კომპანიის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა.

ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა.

სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის 540 000 ლარია გათვალისწინებული.
| Print |