განათლება
,,1+4 პროგრამის" მზარდი სტატისტიკა გვაქვს" – ინტერვიუ ელისო ლომიძესთან
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა ელისო ლომიძემ

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, „1+4 პროგრამით" მოსარგებლე პირებისათვის შეხვედრა გამართა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სტაჟირების პროცესში, კონკურსის საფუძველზე, 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. 2018 წლის შემოდგომის მიღებისათვის ვაკანტური 500 ადგილია.

დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.

სპეციალურად შექმნილი კომისია სტაჟიორებს შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს.

წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან.

| Print |