განათლება
,,კოცნა მარტო კინოშია" – ფილმის ჩვენება ახალციხეში
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდების უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ ფარგლებში შეიქმნილი ფილმი, სახელწოდებით „კოცნა მარტო კინოშია“ უჩვენეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების, ადრეული ქორწინების, არასრულწლოვანთა განათლების უფლებების, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.


| Print |