განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კიდევ ორი აკრედიტებული მიმართულება აქვს.

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია აგრონომიის და ქართულ ენაში მომზადების (1+4) პროგრამებმა გაიარეს. 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 30-ზე მეტი პროგრამა აქვს, აქედან აკრედიტაცია გავლილი რამდენიმეს აქვს.

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები;

სააკრედიტაციოდ გაგზავნილია ბიზნეს-ინფორმატიკის და აგროტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა. ამ სამ პროგრამაზე უნივერსიტეტში ექსპერტთა ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა.

დარჩენილი პროგრამებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას სამწლიანი ვადა აქვს. მანამდე კი უნივერსიტეტს ავტორიზაციის პროცესი ელის.
| Print |