განათლება
იდუმალის და ჭვინთის სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში, ასპინძის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ქავთარაძემ და თამარ ციხელაშვილმა გაიმარჯვეს.
„დღიურების კონკურსში“ საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ საფინალო 216 ნამუშევრიდან, სამი საუკეთესო გამოავლინა.

ნომინაციაში „ორიგინალური იდეა“ პირველი ადგილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე პაატა გელაშვილმა და მე-8 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაურმა დაიკავა.

გამარჯვებულები განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილების მფლობელებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
| Print |