განათლება
ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია ახალციხელებმა მოიგეს
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ქალაქ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს.
fფინალში გავიდნენ ასევე ადიგენის ხუთი და ბორჯომის სამი საჯარო სკოლა, ათივე მათგანმა მეორე ტურში გადასასვლელი 2 000 და მეტი ქულა დააგროვა. კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. მოსწავლეები საგზურების მოსაპოვებლად იბრძვიან.

წლევანდელ კონკურსზე, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან, დარეგისტრირებულია 500-ზე მეტი, როგორც საჯარო, ასევე კერძო, სკოლა. კონკურსის ფინალი ტრადიციულად 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან ტარდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook