Error
განათლება
მანდატურის სამსახურის უფროსმა ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მანდატურებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებს გელა გელაძემ მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ამერიკის კუთხის პროექტის - „კანონის უზენაესობა თემებში“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის საჯარო სკოლებში პერიოდულად ჩატარდება და მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფებისთვის მანდატურის სამსახურის და სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

| Print |