განათლება
ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი ფუნქციონირებს.
ამჟამად მისი სერვისით 10 ბავშვი სარგებლობს.

ცენტრის შედეგების პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას საბავშვო ბაღის მასწავლებლები, სპეც-პედაგოგები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრი რეგიონის მასშტაბით, 16 წლამდე ბავშვების მომსახურებას ითვალისწინებს, რომლებსაც გონებრივი შეზღუდვა, მენტალური ან განვითარების პრობლემები აქვთ.

სამომავლოდ, ინკლუზიური განათლების წარმომადგენლებთან. სკოლისა და ბაღის სპეც-პედაგოგებთან ცენტრის სპეციალისტების შეხვედრებია დაგეგმილი. გაიმართება მშობლებთან ჯგუფური სეანსებიც.

| Print |