განათლება
8-დან 15 მარტამდე სკოლებში არდადეგებია
სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 8-დან 15 მარ­ტის ჩათ­ვლით და­ის­ვე­ნე­ბენ.

სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს დას­ვე­ნე­ბა აპ­რი­ლის თვე­შიც - 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ტრა­დი­ცი­უ­ლად უქმე იქ­ნე­ბა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი და აღ­დგო­მის მომ­დევ­ნო ორ­შა­ბა­თი, შე­სა­ბა­მი­სად მოს­წავ­ლე­ე­ბი 26-29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ 15 ივ­ნი­სი დას­ვე­ნე­ბის დღეს ემ­თხვე­ვა, სას­წავ­ლო წელი 15 ივ­ნი­სის წინა პა­რას­კევს დას­რულ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას 27 მა­ისს და­ას­რუ­ლე­ბენ, ხოლო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის­თვის ბოლო ზარი 20 მა­ისს და­ი­რე­კე­ბა. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღე­ბი ემ­თხვე­ვა უქმე ან დას­ვე­ნე­ბის დღეს, სას­წავ­ლო წელი პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის დას­რულ­დე­ბა 27 მა­ი­სამ­დე ბოლო სა­მუ­შაო დღეს, ხოლო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის 20 მა­ი­სამ­დე ბოლო სა­მუ­შაო დღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაგა-ბა­ღებს, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი არ იქ­ნე­ბა. პა­ტა­რე­ბი მხო­ლოდ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უქმე დღე­ებ­ში და­ის­ვე­ნე­ბენ ანუ 26-დან 29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.
| Print |