Error
განათლება
ახალციხელმა სტუდენტმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა არუთუნიანმა ესსეების კონკურსში გაიმარჯვა. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის ნაშრომი თემაზე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100“ შვიდი სტუდენტის საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

"ერთ-ერთი მიმართულება უნდა ამერჩია და როგორც ეთნიკურად სომეხმა, უმცირესობის ადაპტირების პროცესზე დავწერე. ჟიურიმ ჩემი ესსე შვიდ საუკეთესო ნამუშევარს შორის დაასახელა", - ამბობს ანა.

კონკურსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარა.

გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადასცა. დაჯილდოვება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.


| Print |