განათლება
გრანტის განაწილების წესში შესული ცვლილებები აბიტურიენტებს გააცნეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ახალციხეში, 38 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

სოფო გორგოძის ვიზიტის მიზანი აბიტურიენტებისთვის იმ სიახლეების გაცნობა იყო, რომელიც წელს ტესტებსა და გრანტების განაწილების წესში შევიდა.

რეგისტრაციის პროცედურა დაწყებულია და 3 აპრილს დასრულდება, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს მოუწოდებს, მარტის ბოლომდე დარეგისტრირდნენ, რათა თავიდან იქნას არიდებული შესაძლო ტექნიკური შეფერხებები.

გარდა ამისა, სოფო გორგაძე ახალგაზრდებს პროგრამულ ნაწილში ვრცელი არჩევანის გაკეთებასაც ურჩევს.

| Print |