განათლება
ღია საუბრები რექტორთან
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს რექტორი მაკა ბერიძე შეხვდა. ,,ღია საუბარი რექტორთან“ თვეში ერთხელ იმართება.

ამ ფორმატით გამართულ ღონისძიებაზე სტუდენტები რექტორს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრებიან, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში აწუხებთ.

ამჯერად ახალგაზრდების მთავარ გამოწვევად უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და საერთო საცხოვრებლის საკითხი რჩება.


| Print |