Erasmus+ პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბა უნი ესტუმრა
17:54 / 10.04.2019
„სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ თემის შესახებ ტრენინგი საბა უნის ლექტორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ჩაუტარეს.
პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა სახელმძღვანელო სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხუთ მეთოდზე: დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება და სასწავლო კონტრაქტი.