განათლება
პროტესტის მეორე კვირა - აზავრეთში მოსწავლეები სკოლაში არ მიდიან
ახალქალაქის სოფელ აზავრეთში სკოლის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. მოზარდები გაკვეთილებზე არც დღეს, 15 აპრილს მივიდნენ. გაფიცულების თქმით, სასწავლო პროცესი იქამდე არ განახლდება, სანამ მათი სკოლის ავარიული შენობის საკითხს არ გადაწყვეტენ.

"მერმა ბოლოს გვითხრა, რომ 14-ში პრეზიდენტთან ისაუბრებდა ამ საკითხზე. დღეს მივდივართ მუნიციპალიტეტის მერიაში და გავიგებთ რა გადაწყდა"
, - გვითხრა სოფლის დეპუტატმა სიფან შიპაქციანმა. 

აზავრეთის 210 მოსწავლე 8 აპრილს გაიფიცა. მათ მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაცია. სოფელში ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
| Print |