განათლება
,,მეცხრე არხი" წიგნის ჩუქების აქციაში ჩაერთო
ალექსანდრ კუპრინის მოთხრობების კრებულით ,,იები" ახალციხის ,,მეცხრე არხი" წიგნის ჩუქების აქციაში ჩაერთო. აქცია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით დაიწყო, რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესებას გულისხმობს.

წიგნის ჩუქების კვირეულის ფარგლებში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხთან ერთადბ მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები, სამხარეო ადმინისტრაცია, მერია, პედაგოგთა პროფკავშირები, ახალციხის ამერიკის კუთხე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, World Vision, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი, ახალციხის ციხე და სხვა ორგანიზაციები გამოიწვია.

ახალციხეში, წიგნის ჩუქების კვირეულის აღნიშვნა 18 აპრილს, #1 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიებით დაიწყო, სადაც ახალგაზრდება თემაზე ,,ახალგაზრდები მდგარადი მომავლისთვის" კონფერენცია გამართეს, კონფერენციის დასასრულს კი საჩუქრად წიგნები მიიღეს.

გიორგი კეკელიძის ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში, წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება.


| Print |