განათლება
TV9NEWS.GE -მ ინტერნიუსი-საქართველოს პროექტის ფარგლებში მედია კონსულტანტებს უმასპინძლა
შეხვედრა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და აუდიტორიის ანალიზის შესახებ ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში, მოვახდინეთ აუდიტორიის ანალიზი- განვსაზღვრეთ მომხმარებლის ინტერესები, რაც სამომავლო პერსპექტივაში tv9news.ge-ს დაეხმარება შექმნას მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კონტენტი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტუალური, არამედ ვიზუალურად განსხვავებული სახით იქნება წარმოდგენილი. აუდიტორიის მსგავსი ანალიზი, მათ შორის სოციალური ქსელების მომხმარებლის კვლევა, დაეხმარება მათ, უკეთ მოახდინონ მონეტიზაცია, გაზარდონ უნიკალური და ლოიალური შემომსვლელების რიცხვი საიტზე. ეს ყველაფერი საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც მკითხველზე, ისე თავად სარედაქციო მასალებზე. რაც ყველაზე მთავარია, tv9news.ge-ს გუნდი სრულიად მზადაა ინოვაციურად და განსხვავებულად მიუდგეს როგორც კონტენტის შექმნას, ისე აუდიტორიის დეტალურ ანალიზს, რაც დარწმუნებული ვარ, სულ მალე აისახება საიტის რეიტინგზე”- ყვება ნინო ტურაშვილი.



„გუნდს გავუზიარეთ რამდენიმე ონლაინ ხელსაწყო, რომლებიც ონლაინ მომხმარებლების მუდმივი მონიტორინგისა და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას იძლევა. შედეგების გათვალისწინებით დავსახეთ სამუშაო გეგმა. ასევე გუნდმა ისწავლა საიტის ანალიტიკის მოქნილად გამოყენება და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობა/ანალიზი. განვიხილეთ მედიის მონეტიზაციის ძირითადი მეთოდები და არსებული რესურსებით დავგეგმეთ მოკლევადიანი მიზნები. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდის უკლებლივ ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული განვითარებაში, აქვს მოტივაცია, მზაობა და ათვისების სწრაფი უნარი, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია“- ამბობს ანი სირბილაძე.



| Print |