განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში კონფერენცია დედაენას მიუძღვნეს (ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტის მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართა.

პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში ღონისძიება მისალმებით დაიწყო. შემდეგ კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სექციებში გააგრძელეს მუშაობა.

გამომსვლელებს აკადემიურმა პერსონალმა მოუსმინა, რომლებმაც სტუდენტებს სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების სრულყოფისათვის რჩევები და რეკომენდაციები მისცეს. აუდიტორიის მხრიდან დაისვა შეკითხვები, რაზეც მომხსენებლებმა პასუხი გასცეს.

სტუდენტები შემდეგ სექციებში მუშაობდნენ:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის,

  • განათლების, ისტორიისა და ინგლისური ფილოლოგიის,

  • ეკონომიკისა და ბიზნესის,

  • აგრარულ, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა 

  • სამართლის სექცია.

კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს სიმბოლურად სერტიფიკატები გადაეცათ.

| Print |