განათლება
კოლეჯ "ოპიზარში" თავისუფალ ადგილებზე ორჯერ მეტი სწავლის მსურველი დარეგისტრირდა
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. საზოგადოებრივ კოლეჯ "ოპიზარში" 357 პირი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სულ 187 სტუდენტის მიღებას აპირებს. 

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველაზე მაღალი კონკურსი ბუღალტრულ აღრიცხვაზეა - 97 განაცხადი. ინფორმაციის ტექნოლოგიები - 76, სტილისტი - 68, შემდუღებელი - 47 განაცხადი.

ახალციხის პროფესიულ კოლეჯ "ოპიზარს" მიღება რვა სპეციალობაზე ჰქონდა გამოცხადებული. მოდულურებია - ხის მხატვრული დამუშავება, შედუღება, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ბუღალტრული აღრიცხვა, იატაკისა და ფილის სამუშაოები, თმის სტილისტი. დუალური ორი პროგრამაა: საავტომობილო გზების მშენებლობა და მეფუტკრეობა. 

ვინ შეძლებს კოლეჯში სწავლის დაწყებას – ეს ხუთი მაისის გამოცდის შედეგად გაირკვევა. 

2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
| Print |