განათლება
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ
ახალციხის საჯარო სკოლების 2017/2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს პარასკევს გადასცემენ. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 50 ოქროსა და 19 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდება.

ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.

| Print |