განათლება
ახალციხეში წარჩინებული მოსწეავლეები ოქროს მედალებით დააჯილდოვეს (ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის 69 წარჩინებულ მოსწავლეს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

2017/2018 სასწავლო წლის 50-მა კურსდამთავრებულმა ოქროს, 19-მა კი ვერცხლის მედალი მიიღო.

დაჯილდოვებას, რომელიც მესხეთის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, მოსწავლეები, სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა. დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება.

მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დამთავრება მიულოცეს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


| Print |