განათლება
სტუდენტური ფესტივალი 2019 გაიხსნა
სტუდენტური ფესტივალი 7 მაისს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

ფესტივალისთვის სპეციალური სივრცე დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში მოეწყო, სადაც ახალგაზრდები კულტურულ და სპორტულ სანახაობებს წარმოადგენენ.

7 მაისს,  20:00 საათზე გაიმართა ფესტივალის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელში მონაწილე უნივერსიტეტებსაც სამახსოვრო სიგელები გადაცათ. ღონისძიებაში მონაწილეობდა ჯგუფი „სახე“. 

ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული უნივერსიტეტიც.


ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ჩატარდება შემდეგი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები:

  • მინი ფეხბურთი;

  • ქუჩის კალათბურთი;

  • ფრენბურთი;

  • ქართული ცეკვა;

  • ხალხური სიმღერა;

  • თანამედროვე ცეკვა;

  • მუსიკალური ბენდების კონკურსი.
| Print |