განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი პრიორიტეტულად 600-მდე აბიტურიენტმა დასახელა


აბიტურიენტებისთვის სასურველი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევის ვადა ამოიწურა.

2019/2020 სასწავლო წლისთვის, 600-მდე აბიტურიენტმა პირველ ადგილზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩია.

საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღება 800 ადგილზე აქვს გამოცხადებული, თუმცა ბოლო წლებია საშუალოდ, 250-300 სტუდენტს იღებს.

"800 ადგილზე მიღებას ვაცხადებთ იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მსმენელების მიღება. 1+4 პროგრამაზე უნივერსიტეტის მისაღები კონტინგენტის 5% განისაზღვრება. სომხურენოვანი აბიტურიენტების მოთხოვნა დიდია, ამიტომ ჩვენ რომ ნაკლებ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება, ვერ დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას",
- გვითხრა რექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო დარგში ნიკო ახალკაცმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს დაფინანსებული 320 ადგილი აქვს და თუ ამის შევსება მოხდება, ეს საუკეთესო კონტინგენტი იქნება.

 

| Print |