განათლება
უნივერსიტეტში წიგნი „ბალანთის“ პრეზენტაცია გაიმართა(ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზაზა მელიქიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მწერალმა აღნიშნა, “ბალანთის“ გამოცემის მთავარი მიზანი, საზოგადოებისთვის მის ხელში არსებული ინფორმაციის გაზიარებაა.

წიგნში მოთხრობილია ჯავახეთის პატარა სოფლის, ბალანთის შესახებ. მასში შესულია იმ გვარების ნუსხაც, რომლებიც ამ სოფლიდან იღებენ სათავეს.

პრეზენტაციას ესწრებოდა წიგნის რედაქტორი გოგიტა მელიქიძეც. მისი თქმით, შეხვედრისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმის გამო შეარჩიეს, რომ ბალანთელების სასწავლო კერა სწორედ ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.


| Print |